ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინელი ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას, მათი ეს შემართება ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინელების შემართება ყველასთვის საამაყოა.

“უკრაინელი ხალხი, მისი არმია, მისი ხელმძღვანელობა გმირულად იცავს თავის ქვეყანას. მათი ეს შემართება ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს ამ აგრესიის შეჩერება. საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ ეს ომი შეჩერდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები