“უამრავ ქვეყანაში ჩატარდა სოლიდარობის მრავალრიცხოვანი მსვლელობები, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც კონცერტი და ტინგიცი გამართეს?” – ამირან სალუქვაძე

“გუშინდელი ფარისევლური კონცერტის გამო, ზოგიერთს დღეს ბოდიშის მოხდის მცდელობა აქვს. გაიმეორეს 2008 წლის ხუნტრუცი.  რატომ არ იცეკვებდნენ 2008 წელს, რაც კოლექტიურმა კეზერაშვილმა ფული იშოვა იმ ომში?! ახლა იმ სისხლიანი ფულით, ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ოპოზიციას და მედიას აფინანსებს. ამიტომ ხართ ყველაფერში ფსევდოები”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“რაც დავწერე, არ ეხება სოლიდარობის გამოხატვის მიზნით რუსთაველზე მისულ გულწრფელ ადამიანებს, ვისაც ვიწროპოლიტიკური ინტერესი არ ამოძრავებდა. თუმცა, იმასაც უნდა დაუფიქრდეთ, ვის ორგანიზებულ აქციაზე დგებით, ვინ დგას ტრიბუნაზე, მიკროფონთან?!

უამრავ ქვეყანაში ჩატარდა სოლიდარობის მრავალრიცხოვანი მსვლელობები. დამისახელეთ ქვეყანა, სადაც კონცერტი და ტინგიცი გამართეს?

თქვენ უკრაინა ფეხებზე გკიდიათ. სხვა ქვეყნის უბედურება, შიდა პოლიტიკისთვის, ღარიბაშვილის და მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოიყენეთ. ანალოგიურად იყენებდით ადამიანთა პირადი უბედურების უამრავ ფაქტსაც.

მეტი რა უნდა გითხრათ. თქვენ მაინც ვერ გაიგებთ. თანაც, პროვოკატორობთ, წლებია ყველაფერს აკეთებთ ქვეყანაში ხანძრის გასაჩენად. როცა გააჩენთ, მერე მიადგებით წითელ ხიდს”,- წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები