“2008-ში წაგებული ომი იზეიმეს რუსთაველზე, ახლა უკრაინაში ხალხი იხოცება და ესენი თავისუფლების მოედანზე აწყობენ კონცერტს”, – ამის შესახებ “ფეისბუქ” მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ორი ოკუპირებული ქვეყნიდან ერთს რუსები ბომბავენ, მეორეში ეს აგენტები პრემიერის გადადგომას ითხოვენ.
„აქცია პუტინის მეხოტბე მინდია გულუას პრესსპიკერმა გიგა მაქარაშვილმა წაიყვანა, კონცერტი სანამ დაიწყებოდა მგიმოელი რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი ელენე ხოშტარია გამოვიდა. ორი ოკუპირებული ქვეყნიდან ერთს რუსები ბომბავენ, მეორეში ეს აგენტები პრემიერის გადადგომას ითხოვენ. 2008-ში წაგებული ომი იზეიმეს რუსთაველზე, ახლა უკრაინაში ხალხი იხოცება და ესენი თავისუფლების მოედანზე აწყობენ კონცერტს. ხომ მშვიდობა გვაქვს, ავად ვართ?”, – წერს ნუნუშა ვასაძე.