საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მაკრონმა ლუკაშენკოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ფაქტობრივ თანამონაწილეობაზე უარი უნდა ეთქვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მაკრონმა ლუკაშენკოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბელარუსს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ფაქტობრივ თანამონაწილეობაზე უარი უნდა ეთქვა.
„პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი და უკრაინელი ხალხის ძმურ ურთიერთობას უნდა წაეხალისებინა ბელარუსი, უარი ეთქვა ვასალობაზე და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ფაქტობრივ თანამონაწილეობაზე“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.