ვოლსკი: მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებს საქართველო დღეს უკრაინელი ხალხისთვის, ვინც აქაა ჩარჩენილი
მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებს საქართველო დღეს უკრაინელი ხალხისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია დახმარება გაფართოვდეს.
„მნიშვნელოვანია, რასაც აკეთებს საქართველო დღეს უკრაინელი ხალხისთვის, ვინც აქაა ჩარჩენილი. ვფიქრობ, მომავალში მოგვიწევს ამ დახმარების კიდევ უფრო გაფართოება. მთელი მსოფლიო ზრუნავს იმაზე, რომ რუსეთის აგრესია შეაჩეროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.