ირაკლი ბერაია: ენმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უყურებს, როგორც შესაძლებლობას, შეარყიოს საქართველოს სტაბილურობა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უყურებს როგორც შესაძლებლობას, საქართველოში დესტრუქციული ქმედებების გასატარებლად. შესაბამისი განცხადება ბერაიამ “ტვიტერზე” დაწერა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს უყურებს, როგორც შესაძლებლობას, გაატაროს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და დესტრუქციული დღის წესრიგი საქართველოში, შეარყიოს სტაბილურობა და ძირი გამოუთხაროს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას რუსეთის ინტერესებში – წლების განმავლობაში ცდილობენ ამას, მაგრამ ვერ აღწევენ მიზანს“, – წერს ბერაია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები