მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ძალადობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა მხარს უჭერს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.
„ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, ვინაიდან კიევში გრძელდება რუსეთის ძალების თავდასხმა. მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ძალადობა. აუცილებელია, საჩქაროდ მოხდეს მსოფლიო თანამეგობრობის მობილიზება საერთაშორისო სამართლის დასაცავად.
ევროპა მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და განაგრძობს მის მხარდაჭერას. გუშინ საღამოს პოლიტიკურად შეთანხმდა სანქციების მეორე ტალღა მასშტაბური და სერიოზული შედეგებით. შემდგომი პაკეტის საჩქარო მომზადება მიმდინარეობს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.