სოზარ სუბარი: დავიწყეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ

მთელი მსოფლიო ამ წუთებში რასაც აკეთებს, ეს არის პირველი – მხარდაჭერა და გამხნევება უკრაინელი ხალხის და მეორე – სანქციები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“განცხადებების მხრივ, სწორედაც რომ საქართველო იყო პირველი, რომელმაც გააკეთა განცხადებები, პრეზიდენტმაც, პრემიერმაც, პარლამენტის თავმჯდომარემაც. აღარ ვისაუბრებ რეზოლუციაზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო და მეორე იყო მსოფლიოში საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც მიიღო ასეთი რეზოლუცია. ამავე დროს, ჩვენ უკვე დავიწყეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში“, – თქვა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები