როგორია ვაქცინაციის სტატისტიკა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 თებერვლის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 808 278 აცრა.

“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 348 458, >18 ასაკის მოსახლეობის 46.9%. სრულად ვაქცინირებულია 1 244 181 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.3%. ბუსტერ დოზით აცრილია 212 932. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 024 (2.27%) სრულად აცრილია – 3 112 (1.75%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 512 (15.43%) სრულად აცრილია- 11 044 (13.62%). 23 თებერვალს ჩატარდა 2 901 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები