ირაკლი ბერაია: ვხედავთ, როგორ ახორციელებს დესტრუქციულ ქმედებებს რუსეთი – ეს არის შემაშფოთებელი და პირდაპირი საფრთხის შემცველი

“ვხედავთ, როგორ ახორციელებს დესტრუქციულ ქმედებებს რუსეთი – ეს არის შემაშფოთებელი და პირდაპირი საფრთხის შემცველი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

როგორც ბერაიამ “ქრონიკას” განუცხადა, ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გზა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის ალიანსის გაფართოებაა.

„ვხედავთ, როგორ ახორციელებს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს რუსეთის ფედერაცია – ეს არის შემაშფოთებელი და პირდაპირ საფრთხის შემცველი არამარტო უკრაინის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ მთელი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და წესებზე დამყარებული წესრიგისთვის. ერთადერთი სწორი და უალტერნატივო გზა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის ალიანსის გაფართოებაა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები