სალომე ზურაბიშვილმა იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელასთან არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“ყველა ეს თარიღი გამარჯვების დღეა, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო, ამას რუსეთმა ვერაფერი ვერ უყო და ვერაფერს ვერ უზამს”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 23 თებერვალს საბჭოთა ძალების წინააღმდეგ მებრძოლი და ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება.