მამუკა მდინარაძე: საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფისა და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისთვის
“რუსული ოკუპაციის გაგრძელება – უკრაინის ორი რეგიონი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის შემდეგ. შუაში ყირიმის ანექსია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოკუპაცია დროებითია.
“საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფის და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისათვის. ოკუპაცია დროებითია,” – წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.