ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა.
ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სანქციების ქვეშ მოექცა ხუთი რუსული ბანკი.
ასევე, სანქციები დაუწესდათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებს – გენადი ტიმჩენკოსა და ძმებ როტენბერგებს. ბრიტანეთში მათი ქონება გაიყინება და ფიზიკურ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ეს სანქციების პირველი ეტაპია და თუ რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს, შეზღუდვები კიდევ იქნება.
”ხანგრძლივი კრიზისისთვის უნდა მოვემზადოთ.
პუტინის წამოწყება უკრაინაში უნდა ჩავარდეს, ვინაიდან ფსონები ძალიან მაღალია”, – აცხადებს ბორის ჯონსონი.