უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას განიხილავს.
„საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღე თხოვნა, მოხდეს უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხის განხილვა. ამ საკითხზე ვიმუშავებ, და არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ ჩვენს ეფექტურ ნაბიჯებზე რუსეთის მხრიდან ესკალაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, “მოსკოვის ქმედებები მყარ საფუძველს ქმნის რუსეთის მიერ ესკალაციისთვის”.