სოციალურ ღონისძიებებზე, ქორწილებსა და ქელეხებზე დაწესებული შეზღუდვა უქმდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, პირველი მარტიდან დაშვებული იქნება სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა.

ამასთან, გიორგი ღიბრაძის თქმით, სოციალური ღონისძიებების გამართვისას დაცული უნდა იყოს გარკვეული სახის რეგულაციები.

“საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე. მოგეხსენებათ, აქამდე იყო ექვსი და ღია სივრცეში პირთა რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა”, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები