დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10 პირის განთავსება იქნება დაშვებული, ღია სივრცეში – 15-ის

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10 პირის განთავსება იქნება დაშვებული, ღია სივრცეში – 15-ის, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა ათამდე და ღია სივრცეში 15-მდე. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები