უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, რუსეთის ბოლო ნაბიჯები საკმარისია მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების ამოქმედებისთვის.
ამის შესახებ მან ვაშინგტონიდან ვიდეომიმართვაში თქვა.
კულებას თქმით, ახლა მოკავშირეების განხილვებში მთავარია – როდის და რა სანქციები იქნება გამოყენებული.
“ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა – აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, დრო მოვიდა”, – განაცხადა დიპლომატმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა იწვევს ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატს და გამოიყენებს ყველა არსებულ მექანიზმს რუსეთის შესაკავებლად.
“ყველას კარგად გვესმის, რა ხდება და როგორ აიხდენს ჩვენს პროვოცირებას რუსეთი. ახლა მნიშვნელოვანია თავშეკავება, რათა არ მოხდეს შეიარაღებული დაპირისპირება”, – დასძინა დიმიტრი კულებამ.