ამირან სალუქვაძე: ომის თემაზე სპეკულაციები რომ შეწყდეს, ასევე – დამნაშავეები დაისაჯონ, დროა, შეიქმნას ომის მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია

“როგორ გაუხარდა სააკაშვილის მომხრეებს დონბასის ოკუპაციის გაფორმება. ახლა რას იტყვით, ომი მიშამ დაიწყოო?!”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ომის თემაზე სპეკულაციები რომ შეწყდეს, ასევე, დამნაშავეები დაისაჯონ, დროა – შეიქმნას ომის მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია.

“მილიონნახევარჯერ მაქვს ნათქვამი, დაწერილი, რომ ომის დაწყება-არდაწყების თემა არის წინა ხელისუფლების დემაგოგია ჩადენილი დანაშაულების გადასაფარად.

პრობლემა ის კი არაა, ვინ და როდის დაიწყო ომი, არამედ:

1. როგორ მოამზადე სახელმწიფო ომისთვის;

2. როგორ დაგეგმე, რა ჩანაფიქრი გქონდა და როგორ ჩაატარე ოპერაცია;

3. როგორ იმოქმედე ომის შემდეგ.

პასუხები:

1. სახელმწიფო ომისათვის ვერ მოამზადეს, მეტიც, ომის მომზადებაზე, სამხედრო შესყიდვებზე ხელი მოითბეს;

2. ოპერაციის ჩანაფიქრი იყო მცდარი, ჯარის მართვა ითავეს პოლიტიკოსებმა, მართვა ძალიან სწრაფად ჩამოიშალა;

3. საერთაშორისო არენაზე ყველაფერი ჩააფლავეს, ტალიავინის გამოძიება ჩვენთვის წამგებიანი იყო, ევროსაბჭოს #1633 რეზოლუცია შეიცავს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ჩანაწერებს, რასაც ჩვენმა დელეგაციამ ხმა მისცა. ამ თემაზე ბევრჯერ დავწერე.

ომის თემაზე სპეკულაციები რომ შეწყდეს, ასევე დამნაშავეები დაისაჯონ, დროა შეიქმნას ომის მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. გამოიძიეთ, მიეცით პოლიტიკური შეფასებები. თუ გამოიკვეთება ახალი დანაშაულები, გადაეცით პროკურატურას. რამდენი წელი უნდა დუღდეს ეს თემა?!

წაიკითხეთ დავით საყვარელიძის აღიარება, რეზერვის ჩაფლავებაზე უარესი “პრაკოლები” გვქონდა, მაგრამ ახლა არ ვილაპარაკებო”,- წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები