დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობა გამორიცხავს რუსეთის პრეზიდენტისთვის ფედერაციის საბჭოს თანხმობას საზღვარგარეთ რუსული ჯარების გამოყენების თაობაზე.
ამის შესახებ რუსულ მედიას პარლამენტში წყარომ განუცხადა.
“შეთანხმება თავისთავად არის საფუძველი. დონეცკსა და ლუგანსკთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების არსებობა გამორიცხავს ფედერაციის საბჭოს თანხმობის საჭიროებას რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ”, – განაცხადა “რია ნოვოსტი”-ს წყარომ.
მანვე აღნიშნა, რომ ეს “უკრაინის ტერიტორია რომ ყოფილიყო, ნებართვა საჭირო იქნებოდა”.
”მაგრამ დღეს ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები”, – თქვა წყარომ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გვიან ღამით უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნების უზრუნველყოფა დაავალა.