თენგის ცერცვაძე: “ომიკრონის” BA.2 შტამი იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, “ომიკრონის” ბოლო ვარიანტი, BA.2 მის წინამორბედ ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უფრო მძიმე დაავადებებსაც იწვევს.

მისი თქმით, BA.2 შტამი პნევმონიას იწვევს და, ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს.

„BA.2, „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იგი იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, „იმედის“ ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები