ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ, ის პირადადაა მიწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ – ის პირადადაა მიწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო იმყოფება გამოწვევებით სავსე რეგიონში და ჩვენ ჩვენ თავზე ვიწვნიეთ ის მძიმე შედეგები, რაც შედეგებიც მოყვა 2008 წლის ომს.
პრემიერი ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც დაგეგმილია ისაუბრეს ასევე ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. დაგეგმილი არის ასევე შეხვედრები, რომელიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან იქნება, რადგანაც პანდემიის შემდგომ პირობებში ეკონომიკური გაჯანსაღება ქვეყნისთვის და საქართველოსთვის რაც შეიძლება მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ხელისუფლებისთვის არის პრიორიტეტი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.