დავით რეხვიაშვილი: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების უმეტესობა მძიმე ქრონიკული დაავადების მქონეა

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 პაციენტია მოთავსებული და მათ უმეტესობას მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს.

მისივე თქმით, როტაციის ხარჯზე ამ ეტაპზე კლინიკაში თავისუფალი ადგილები არის და პაციენტების მიღება არ შეუწყვეტიათ.

“პაციენტების რაოდენობა კლინიკაში მუდმივად იცვლება, რადგან დღეში, დაახლოებით, 30-50 პაციენტს ვიღებთ და გამოჯანმრთელების ან ბინაზე მკურნალობის გაგრძელების მიზნით ვწერთ. ამიტომ, მუდმივად ხდება როტაცია. რაც მთავარია, ამ ეტაპზე, კლინიკაში თავისუფალი ადგილები არის და პაციენტების მიღება არცერთი წუთით არ შეწყვეტილა. ინტენსიურ თერაპიაშიც განაგრძობენ მკურნალობას პაციენტები. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24-მდე პაციენტი გვყავს, თუმცა, იქ არსებული პაციენტების უმეტესობა მძიმე ქრონიკული დაავადების მქონეა“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები