ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მტკიცე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მქონდა საშუალება, გაგვეცვალა ჩვენი მოსაზრებები, შეხედულებები და კიდევ ერთხელ მიგვეღო ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერა. შევხვდი ჩემს კოლეგებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, რა თქმა უნდა, მათი პოზიცია არის უცვლელი და ძალიან მტკიცე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, სხვა გზას ამ ამოცანის მიღწევისთვის ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები