ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ დედას ბრალი წარუდგინეს
ფოთში საკანალიზაციო მილში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის საქმეზე დაკავებულ დედას ბრალი წაუყენეს.
ქალს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ცნობისთვის, შემთხვევა ფოთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და ჩვილი უნიტაზში ჩააგდო. 14 თებერვალს ჩვილის ცხედარი სანტექნიკოსმა საკანალიზაციო მილში იპოვა, როდესაც მის შეკეთებას ცდილობდა.