უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„გმადლობთ, ძვირფასო დავით. უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ,“ – ამის შესახებ უკრაინის პირველი დიპლომატი Twitter-ის პირად გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ 16 თებერვალს საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
Thank you, dear @DZalkaliani. Ukraine feels and values the solidarity of our Georgian friends. Both our courageous nations know too well that freedom is not free. Important that in this common struggle Ukraine and Georgia have each other’s back. #StandWithUkraine #UAразом https://t.co/YXvXLDNQYy
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 16, 2022