საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლდება

????????????????????????????????????

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას.

პარლამენტის ინფორმაციით, ორგანული კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები