მიხეილ სააკაშვილი: დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა, გულით იქ ვარ
“დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა, გულით იქ ვარ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ხალხი გამოვა”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.
“გახსოვთ 2008 წლის 1-ლი სექტემბრის ერთიანობის დღე და ცოცხალი ჯაჭვი?! ძალიან მიხარია, რომ უკრაინელები ასევე ძალიან კარგად სწავლობენ საქართველოს მაშინდელ გამოცდილებას.
დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეა. გულით იქ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი გამოვა”, – წერს სააკაშვილი.