ალექსანდრე რაქვიაშვილი: არათანმიმდევრულობა ოპოზიციას ასუსტებს

არათანმიმდევრულობა თავისივე ქმედებაში ოპოზიციას ზოგადად ასუსტებს. ამიტომ, ჩემთვის სიების აღდგენის მოთხოვნა ცოტა გაუგებარია, – ასე გამოეხმაურა “გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საარჩევნო სიების აღდგენის მოთხოვნას.

მისი თქმით, სწორი იქნებოდა, რომ ოპოზიციას საპარლამენტო სიები არ ჩაეხსნა, რადგან ახლა მათი აღდგენა სურთ.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სიები არ უნდა ჩახსნილიყო და მოვუწოდებდით, ეს არ გაეკეთებინათ. სამწუხაროა, რომ მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ჩემმა კოლეგებმა. ცოტა უცნაურად გამოიყურება, ალბათ, სწორი იქნებოდა, რომ სიები ჩახსნილი არ ყოფილიყო. მიუხედავად დაკარგული მანდატებისა ოპოიციონერები პარლამენტში შემოვიდნენ, ვინც სიაში არიან. მაგრამ ეს არათანმიმდევრულობა თავისივე ქმედებაში ოპოზიციას ზოგადად ასუსტებს. ამიტომ, ჩემთვის სიების აღდგენის მოთხოვნა ცოტა გაუგებარია, ზუსტად ამ პრინციპულობის კუთხით. თორემ თავისთავად კარგი იქნება, რომ ასეთი რამ მოხდეს, უბრალოდ, არ ვიცი, ეს რამდენად იურიდიულად შესაძლებელია. ეს ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები