როგორია დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა – დამწვრობის ცენტრის დირექტორის კომენტარი
დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განმარტებით, პაციენტს მე-2-მე-3 ხარისხის სხეულისა და სასუნთქი გზების თერმული დაზიანება აქვს მიღებული.
„20% -ია თერმული დაზიანება, მე-2 მე-3 ხარისხის, ამას ემატება თერმული დაზიანება სასუნთქი გზების”, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
მისი თქმით, პაციენტს დამწვრობა მიღებული აქვს სახეზე, ორივე მტევანზე, გულმკერდის გარკვეულ ნაწილზე.
“პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, მიმდინარეობს დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა”, -აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
ცნობისთვის, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება დილით მოხდა. შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი.
„თბილისი ენერჯის“ წინასწარი ინფორმაციით, სახეზეა დაუდევრობას და დანადგარების თვითნებური დემონტაჟი ან გადაადგილება.