თამარ გაბუნია: პანდემიის მართვისთვის სამთავრობო გუნდი ყოველგვარი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობრივი პოზიციების გარეშე აგრძელებს მუშაობას

“მსგავსი ტიპის არასწორი ინფორმაცია მთლიანად პროცესს აზარალებს. ეპიდემიის მართვა ისედაც რთულია”, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ჟურნალისტის კითხვას -“ჭორია თუ რეალობა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შორის დაპირისპირებაზე მიმდინარე საუბარი”.

გაბუნიას განმარტებით, მსგავსი ინფორმაციების გაჟღერება საფუძველს მოკლებულია.

„პანდემიის მართვისთვის სამთავრობო გუნდი, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით დღემდე მუშაობს, სრული კოორდინაციით, ყოველგვარი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობრივი პოზიციების გარეშე აგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება კონსულტაციების რეჟიმში, ექსპერტების მონაწილეობითაც. ყოველგვარი დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა, გაჟღერდა გუშინ ან შესაძლოა, კიდევ გაჟღერდეს, საფუძველს მოკლებულია და არანაირად არ არის რეალური. მსგავსი ტიპის არასწორი ინფორმაცია მთლიანად პროცესს აზარალებს. ეპიდემიის მართვა ისედაც რთულია და ნამდვილად არ არის საჭირო ამ ტიპის ფაქტებზე აპელირება, რაც არც დადასტურებულია და არც არანაირად არ არის გამართლებული“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები