დავით მათიკაშვილი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილი ორივე კანდიდატი ღირსეულია

“ხვალ სასესიო სხდომაზე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობაზე ორიდან ერთ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, თუმცა, ორივე კანდიდატი ძალიან ღირსეულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე კანდიდატი პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

„როგორც საზოგადოებამ იცის, განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, როდესაც ერთი სამსახური, რომელიც როგორც საგამოძიებო, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით ახდენდა ადმინისტრირებას, ინსტიტუციურად გაძლიერდა. გაიყო ორ ნაწილად. დღეს ჩვენ ვუსმენდით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობაზე ორ კანდიდატს, რომელიც პრემიერის ადმინისტრაციიდან პროცედურების დაცვით იყო წარმოდგენილი. შემიძლია, ხაზი გავუსვა და გამოვარჩიო ორივე მათგანის მაღალი პროფესიონალიზმი. ის გამოცდილება, რომელიც მათ გააჩნიათ საგამოძიებო ორგანოებში მუშაობის და ის პრეზენტაცია, რომელიც მათ დეპუტატების წინაშე გააკეთეს, როგორც ერთი კანდიდატი, ასევე მეორე, ნამდვილად იმსახურებდა მხარდაჭერას და მათ ეს მხარდაჭერა მიიღეს. საკომიტეტო დონეზე ორივემ მიიღო მხარდაჭერა. ხვალ სასესიო სხდომაზე დეპუტატები ცხადია ორს მხარს ვერ დაუჭერენ და ერთ-ერთ კანდიდატზე გაკეთდება აქცენტი და მას დავუჭერთ მხარს, თუმცა, ორივე ძალიან ღირსეული კანდიდატია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები