დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის დღის წესრიგში დესტრუქცია მეტად ჭარბობს, ვიდრე – კონსტრუქციული ნაბიჯები

“ოპოზიცია შეეცადა, პოლიტიკურ ლაბირინთებში შეეყვანა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებზე საუბრისას “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი დესტრუქციულია.

„ოპოზიციამ ვერცერთი  არგუმენტი ვერ მოიყვანა, რომელიც რეალური შეიძლებოდა, ყოფილიყო და ჩვენ ამ თემაზე გვემსჯელა. სხდომა წესით უნდა ყოფილიყო მეტ-ნაკლებად პოლიტიკისგან დაცლილი და ყურადღება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე უნდა გამახვილებულიყო. როგორც ყოველთვის, ოპოზიციამ ისარგებლა შემთხვევით და შეეცადა, პოლიტიკურ ლაბირინთებში შეეყვანა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები. თუმცა, მათ მკაფიო, პოლიტიკისგან დაცლილი პასუხები მიიღეს, რომელშიც მხოლოდ სამართლებრივ და იურიდიულ ნიუანსებზე იყო ყურადღება გამახვილებული. ოპოზიციისგან ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. მათ გააჩნიათ საკუთარი მრუდე დღის წესრიგი, დესტრუქცია მეტად ჭარბობს დღის წესრიგში, ვიდრე – კონსტრუქციული ნაბიჯები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები