როდის შემოვა ქვეყანაში “ომიკრონის” საწინააღმდეგო ვაქცინა – ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

„ომიკრონთან“ დაკავშირებით, როგორც იცით, Pfizer-მა უკვე შექმნა ახალი ვაქცინა, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონზე“ მუშაობს და ეს ახალი ვაქცინა მარტში გვექნება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

იგი ასევე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარი პრემიერის ანტივაქსერობაზე არასწორია.

„საუბარი იმაზე, არის თუ არა პრემიერმინისტრი ანტივაქსერი, ვფიქრობ, არასწორია. მე ზუსტად გავიგე, რაც იგულისხმა. ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს. მან თქვა ის, რომ ინფიცირება ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო“, – განაცხადა აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები