ამირან გამყრელიძის განმარტებით, პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ინფიცირების მონაცემები სრულად არ არის ატვირთული
დღეს არის 4 000 შემთხვევა და, სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება. ინფიცირების ეს რიცხვი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40%, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პორტალზე ტექნიკური სამუშაოების გამო, ყველა მონაცემი არ არის ატვირთული.
„რეალურად, შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ, ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. დღევანდელი რიცხვებით ვერ ვიმსჯელებთ, ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე, ორშაბათის შემთხვევებსაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, პიკის გადავლის ეტაპი ამ კვირაში უნდა დაიწყოს.
“პიკის პერიოდში ვართ და ამ პიკის გადავლის ეტაპი მაინც ვფიქრობთ, ამ კვირაში უნდა დაიწყოს”, – განაცხადა გამყრელიძემ.