სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად შეესაბამება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის სფერო სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის კვლევა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორია აკრედიტებულია და აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტებულია.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე – http://sla.gov.ge/“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები