„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი, ირმა ზავრადაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ.
პარტიის ინფორმაციით, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის და ახალქალაქის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.
“შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.
დღეს შეხვედრები გაიმართა ასევე მცხეთასა და გორში, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მხარეში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებთან.
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები
კომენტარი