ირაკლი კობახიძე: პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი ოპოზიციის მხრიდან არ იკვეთება, უნდა დავინახოთ ქმედითი ნაბიჯები და ასეთ შემთხვევაში გვექნება მეტი მოტივაცია მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს

“პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი ოპოზიციის მხრიდან არ იკვეთება, ჩვენ უნდა დავინახოთ ქმედითი ნაბიჯები და ასეთ შემთხვევაში გვექნება მეტი მოტივაცია მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს, რაც თავის მხრივ შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს სტაბილურობის კუთხით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“ბევრი რამ არის ოპოზიციაზე და მათ მოქმედებებზე დამოკიდებული. მათ უნდა აჩვენონ, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, რომ მხარი დავუჭიროთ. ჩვენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია ამ ყველაფრის მხარდაჭერა, ჩვენ ეს დავუკავშირეთ ქმედით სურვილის ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი. ვიდრე ისინი განაგრძობენ საუბარს დესტრუქციულ ზრახვებთან დაკავშირებით პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი მათი მხრიდან არ იკვეთება, ჩვენ უნდა დავინახოთ ქმედითი ნაბიჯები და ასეთ შემთხვევაში გვექნება მეტი მოტივაცია მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს, რაც თავის მხრივ შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს სტაბილურობის კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები