ირაკლი ზარქუა – საარჩევნო ბარიერის დაწევაზე: 2024 წლამდე დიდი პერიოდია, საჭიროდ როცა ჩავთვლით, გუნდში გვექნება კონსულტაცია

რაც შეეხება პროცენტის დაწევას, 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია, საჭიროდ როცა ჩავთვლით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე გუნდში გვექნება კონსულტაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე, საარჩევნო კომისიაში მთელი რიგი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული.

“საკონსტიტუციო ცვლილებების რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოვედით ამ შეთანხმებიდან, მაინც გვგონია, რომ მათ შორის სასამართლო რეფორმაში, ასევე, საარჩევნო კომისიაში მთელი რიგი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, მათ შორის, ვენეციის კომისიის ის ათი დასკვნა, რომელიც იყო გავითვალისწინეთ. რაც შეეხება პროცენტის დაწევას, ამასთან დაკავშირებით, გუნდში გვექნება კონსულტაცია. შესაბამისად, 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები