თელავის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი მოკლეს

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუა ხნის ცოლ-ქმარი.

შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.

როგორც ”კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები