რატომ გამყარდა ლარი – პაპავას განმარტება

პროფესორმა ლადო პაპავამ განმარტა რა არის ლარის გამყარების მიზეზი.

მისი თქმით, ამაზე რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ იმოქმედა.

„პირველი: ოპტიმისტური გარემოს ჩამოყალიბება. პანდემია დასრულებული არ არის, კოვიდ-ინფექცია ჯერ კიდევ საფრთხის შემქმნელია, პროგნოზები საიმედოა. რატომ ვართ ოპტიმისტურად? არა მარტო საქართველოში, ბევრ ქვეყანაში მიიღეს გადაწყვეტილება ზომების შემსუბუქების, რამაც სტიმული მისცა ეკონომიკის აღმავლობას. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სხვადასხვა დონით იყო, მაგრამ საქართველოში მაღალი იყო – 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ სერიოზულია.

ამან შექმნა ოპტიმისტური განწყობა. ამას დაემატა კიდევ ექსპორტის ზრდა, იმიტომ რომ ექსპორტი ვალუტის შემოდინებაა. ამას დაემატა ტურიზმის გამოცოცხლება. მნიშვნელოვანია გადმორიცხვები და კიდევ ერთი რამ – ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად შეამცირა რეფინანსირების სესხების ოდენობა. ამან შეზღუდა ფულის მასა და საბოლოო ჯამში ეს დადებითა აისახა გაცვლის კურსზე“, – განაცხადა პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები