ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მათივე ცნობით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.