მამუკა მდინარაძე – ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატზე: საპარლამენტო უმრავლესობა ვიმსჯელებთ და გადაწყდება სხდომის წინა დღეს

შალვა ნათელაშვილის მანდატთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ვიმსჯელებთ და გადაწყდება იმ სხდომის წინა დღეს, როდესაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მსგავს საკითხებზე იკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა, ვმსჯელობთ ამასთან დაკავშირებით და ესეც გადაწყდება იმ სხდომის წინა დღეს, როდესაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ. აბრები როდის გამოაკრეს სადღაც, ამით ნურაფერზე ვიმსჯელებთ, იქიდან გამომდინარე, რომ აბრას აკრავენ მაშინ, როდესაც დეპუტატს გამოეყოფა თავისი ოთახი. როგორც ჩანს ნათელაშვილმა აქამდე არ მიმართა პარლამენტს, როცა მიმართა გამოეყო ოთახი და ჩამოკიდეს რაღაც აბრა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები