შალვა ნათელაშვილი: პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

“პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, სესიებზე მივალ. ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მე პარლამენტის ხელფასი არ მიმიღია”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

„ლეიბორისტულ პარტიას“ საპარლამენტო ერთი მანდატი აქვს, შესაბამისად, პარლამენტში სიის ნომერი პირველი კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი შედის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები