ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, პრეზიდენტი დღეს ქალ პოლიტიკოსებს შეხვდება

დღეს, 10 თებერვალს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში მორიგ შეხვედრას გამართავს. პრეზიდენტი ქალ პოლიტიკოსებს სამუშაო ფორმატში შეხვდება.

შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ კონსულტაციებს კონკრეტული შედეგი ექნება და შეხვედრები მხოლოდ ფორმალური არ იქნება.

ცნობისთვის, ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესი პრეზიდენტმა გასული წლის ბოლოს წამოიწყო. ინკლუზიურ პროცესში პოლიტიკოსების გარდა ჩაბმული იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები