ოთარ შამუგია: მადლობა პრემიერს ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ძლიერ გუნდთან ერთად, ჩემს ქვეყანას ვემსახურო

“მადლობა პრემიერმინისტრს ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად, ვემსახურო ჩემს ქვეყანას”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ლევან დავითაშვილს, რომელიც ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, წარმატებები უსურვა.

„მადლობა პრემიერმინისტრს ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და გარკვეული წვლილი შევიტანო როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მადლობა ლევან დავითაშვილის წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, იმ რეფორმებისთვის რაც მისი ხელმძღვანელობით სამინისტროში ჩატარდა. ახალ, მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეცვალა. თავის მხრივ, დავითაშვილის ყოფილ უწყებას ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს, რომელიც დავითაშვილის მოადგილე იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები