„საუბრები ირაკლი ფარჯიანზე“ – მხატვარ ილია ზაუტაშვილთან შეხვედრა გაიმართება

13 თებერვალს, 14 საათზე, ეროვნულ გალერეაში მხატვარ ილია ზაუტაშვილთან შეხვედრა გაიმართება – „საუბრები ირაკლი ფარჯიანზე“.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ინფორმაციით, ღონისძიება იმართება გალერეაში მიმდინარე ირაკლი ფარჯიანის გამოფენის თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით.
XX საუკუნის 70-იანი წლების მიწურული და 80-იანი წლები არა როგორც განვლილი და დასრულებული, არამედ როგორც დროში გაწელილი აწმყოა. იმ დროს წარმართულმა მოვლენებმა დიდად განაპირობა საერთო კონტრტენდენციები ხელოვნებაში. მაშინ წამოჭრილი საკითხები დღესაც წყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები