როდის უნდა ჩაიტარონ ტესტირება ვაქცინირებულებმა – ალექსანდრე გოგინავას განმარტება
“მნიშვნელოვანია, მოხდეს იმ პაციენტების დიაგნოსტირება და გამოყოფა, რომელთაც აქვთ მაღალი რისკები დაავადების მძიმე მიმდინარეობის. ვინც ვაქცინირებულია და არ აქვს რისკფაქტორები, იყვნენ იზოლაციაში და თუ გახანგრძლივდა ეს სიმპტომები, შემდეგ მიმართონ ტესტირების პუნქტებს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
ინფექციონისტის თქმით, სამედიცინო სექტორი ძალიან გადატვირთულია.
“არ არსებობს ამოუწურავი რესურსი, ვიცით, რომ ისედაც ძალიან დატვირთულნი არიან ამბულატორიის და ოჯახის ექიმები და თუ აქტიური შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, კიდევ უფრო გაჭირდება ამ პაციენტების მართვა”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.