ირაკლი ქადაგიშვილი – უგულავას ინიციატივაზე: ეს არის უტოპიური პროექტი, უტოპიური მიზანი, რომელიც მიუღწევადია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„თუ მკითხავთ, მოვუწონებ ამ აზრს და გაერთიანდნენ ერთი ქოლგის ქვეშ. ამ გაგებით შეიძლება, ჩვენ უფრო მოგებულები დავრჩეთ, ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე. მაგრამ რეალურად რომ გითხრათ, ეს არის უტოპიური პროექტი, უტოპიური მიზანი, რომელიც მიუღწევადია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.