ამირან გამყრელიძე: დადებითობის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კოვიდინფექციის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება გაფართოებულია.
„ბოლო 30 დღის განმავლობაში დღეში 60 ათასამდე ტესტი ტარდება და დღეს 73 000-ის ფარგლებშია. ანუ, რიგების მიუხედავად, ხელმისაწვდომობა არის. 210 000 აქტიური შემთხვევაა და ეს იმართება. ჯერჯერობით, მთავარი ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე მოდის. ჰოსპიტლებში, შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის. სულ 6 000 ადამიანია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.