ნინო წილოსანი: “ნაცმოძრაობაში” უკვე იმდენად ღრმა დაპირისპირებაა, რომ საჯაროდ ჟონავს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე იმდენად დიდია და ღრმაა დაპირისპირება, რომ ის უკვე საჯაროდ ჟონავს’, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” უკვე დიდი ხანია, წამგებიან პოლიტიკას ეწევა.
„ფაქტობრივად, ყველა პრობლემა, რაზეც ნიკა მელიამ ამ გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა და მან თავად დაადასტურა, რა თქმა უნდა, რეალურია და ამას ყველაფერს აქვს საფუძველი. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი ხანია, წამგებიან პოლიტიკას ეწევა“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, გავრცელდა მასალა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.